საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საპროკურორო საქმიანობისა და დანაშაულის პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის პრეზენტაცია

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობისა და დანაშაულის პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

 

ჟურნალი საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით შეიქმნა.

 

ჟურნალის პრეზენტაციას საქართველოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის მოადგილეები, ჟურნალის ავტორები, რედაქტორები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიებაზე სტუმრებს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მიმართა და პროკურატურას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საპროკურორო საქმიანობის და დანაშაულის პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის პირველი ნომრის გამოსვლა მიულოცა.

 

https://fb.watch/leYhEJfx9J/

თარიღი: 25/05/2023